ტყიბულში მეზობლის მიერ
დამწვარი მამაკაცის ახლობლები
და მეზობლები ბრალდებულის, თამაზ ქურციკიძის ოჯახის
გადასახლებას ითხოვენ.
სოფელ მუხურაში ჰყვებიან, რომ კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის
წინ დაიწყო, როდესაც დაზარალებულმა ეჭვმიტანილის შვილს ტრაქტორის
საჭესთან დაჯდომა თხოვა, რა დროსაც 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მას
შემდეგ თამაზ ქურციკიძე შვილის გარდაცვალებაში მეზობელს
ადანაშაულებდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 18 მარტს, საღამოს დაზარალებულს
წყაროსთან ჩაეძინა, რა დროსაც ჩუმად მიეპარა, ბოთლით საწვავი გადაასხა
და ცეცხლი წაუკიდა. მუხურაში ეჭვმიტანილს კონფლიქტურ პიროვნებად
ახასიათებენ.
დაზარალებული მამაკაცის
მდგომარეობა მძიმეა.
ის მკურნალობას თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში
გადის.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, მძინარე მამაკაცისთვის
ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე შსს-მ ბრალდებული
უკვე დააკვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის
117 მუხლით მიმდინარეობს.
ამავე
თემაზე:
ტყიბულში მეზობლის მიერ დამწვარი მამაკაცის
მდგომარეობა მძიმეა
ტყიბულში მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და
ცეცხლი წაუკიდა
მასალის გამოყენების პირობები