აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუგარეთის ელჩმა შეხვედრა
გამართა.
სტუდენტებთან შეხვედრის დროს მან ბულგარეთში გაცვლითი პროგრამების და
უნივერსიტეტების ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ საქართველოს უნივერსიტეტებთან აქტიური ურთიერთობა გვაქვს და
ვცდილობთ გავაცნოთ სტუდენტებს ის პროგრამები, რომლებსაც ბულგარეთში
მდებარე უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს სთავაზობენ. ამ მხრივ,
დიდი შესაძლებლობები აქვს ეკონომიკის, აგროსფეროს, იურიდიული და სხვა
მიმართულებებით და ვფიქრობ, ამ მხრივ სტუდენტების ინფორმირება
მნიშვნელოვანია", - განმარტა ბულგარეთის სახელმწიფოს ელჩმა
საქართველოში, დესისლავ ივანოვამ.
გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ბულგარეთის სახელმწიფოს
გეგმებზე, რომლის განხორციელბაც მიმდინარე წელს იგეგმება.
ბულგარეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი 2018 წლის 1 იანვარს გახდა
და ამ სტატუს ის მიმდინარე წლის 1 ივლისამდე შეინარჩუნებს.
მასალის გამოყენების პირობები