ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს,
- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო
ქადაგებისას განაცხადა.
"წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი არის სიყვარული.
ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვცეს
სიყვარული და ღვთის წყალობა. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული
გადაგვარჩენს", - განაცხადა პატრიარქმა და მრევლს მოუწოდა, ეს
უკანასკნელი ფრაზა სამგზის გაიმეორონ.
წყარო:
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები