ზესტაფონში მატარებლის სამგზავრო ავტობუსზე შეჯახების შედეგად
ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მიკროავტობუსი მძღოლია. მისი მდგომარება შედარებით მძიმე
იყო, რადგან ექიმების ცნობით, შაქრის დონე ჰქონდა აწეული.
გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც მიკროავტობუსში იმყოფებოდა, ამ დრომდე
საავადმყოფოში რჩება. მას ფეხი აქვს მოტეხილი.
ზესტაფონში მატარებელი მიკროავტობუსს
16 მარტს დაეჯახა. პირველადი ინფორმაციით,
მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, რის
შედეგადაც ის ლიანდაგზე გადავიდა, რა დროსად მატარებელი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 7 მგზავრი დაშავდა.
ამავე თემაზე:
მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებისას დაშავებულები
მკურნალობას ზესტაფონის კლინიკებში გადიან
მასალის გამოყენების პირობები