ქუთაისში, ე.წ. ხარაზოვის სკვერში მშრალი შადრევანი ამოქმედდება.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო
საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ქუთაისის მერია
ტენდერს (NAT180004149) აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციაშია მითთებული, რომ შესაბამისი
კვლევების საფუძველზე უნდა შემუშავდეს ე.წ. მშრალი შადრევნის
პროექტი.
დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შადრევნის დეკორაციული განათებას (ფერები და
ესკიზი შეთანხმდება ქუთაისის მერიასთან შადრევნის (და განათების)
მოწყობისათვის გამოსაყენებელი მასალები (კაბელები, განათების
სისტემები, შადრევნის ზედაპირი და ა.შ.) უნდა აკმაყოფილებდეს:
ხანგრძლივი ექსპლოატაციისა და წყლის მიმართ განსაკუთრებული მედეგობის
მოთხოვნებს.
დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შადრევნის ზედაპირი უნდა იძლეოდეს
ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას და მასზე (ან
მის მონაკვეთებზე) გამოსახული უნდა იყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 500 ლარია. წინადადებების
მიღება 25 მარტს იწყება და
28-ში დასრულდება.
ამდროისთვის ხარაზოვის ბაღში ამორტიზებული და გაუქმებული
შადრევანია.
მასალის გამოყენების პირობები