" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში"
გაფრინდაშვილის ქუჩის
მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით
ქუთაისიპოსტთან განმარტებას აკეთებენ.
კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ თათარაშვილის
თქმით, ქუჩაზე წყლის მილები უხარისხო და დაზიანებულია, რის გამოც,
გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მოსახლეობა კომპანიის
თანამშრომლებს ქუჩაზე შესვლის უფლებას არ მისცემს, დაზიანებებზე
პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ.
„60-70 დაზიანება დაფიქსირდა ამ ქუჩაზე და გადაუდებელ აუცილებლობას
წარმოადგენს მისი რეაბილიტაცია. ის გზის საფარიც, რაზეც მოსახლეობა
საუბრობს, გარკვეული დროის შემდეგ ისედაც გამოვა მწყობრიდან სწორედ
მილებზე არსებული დაზიანებების გამო. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლება
უარს იტყვის სამუშაოების ჩატარებაზე, მაშინ იმ ადამიანებმა, ვინც ამას
აპროტესტებს, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იქ არსებულ დაზიანებებზე.
კომპანიას არავითარი სურვილი არ აქვს დამატებითი ხარჯები გასწიოს", -
ამბობს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური
აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ თათარაშვილი.
გაფრინდაშვილის ქუჩის მცხოვრებლები smk-ს
უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ კომპანია სამუშაოებს უხარისხოდ
ასრულებს.
SMK-მ ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო.
კომპანიამ ორ წელზე მეტი მოანდომა ასათიანის ქუჩაზე წლის მილების
გამოცვლას. ამ ხნის განმავლობაში ქუჩაზე გზის საფარი ამორტიზებული
იყო.
ერთი თვის წინ კი, ქუთაისის მერიამ კომპანიას თაბუკაშვილის, დადიანისა
და გუგუნავს ქუჩებზე რეაბილიტაციის დროს დაზიანებული გზის საფარის
მოუწესრიგებლობის გამო,
სანქცია დაუწესა, რაც მათი თქმით, 1000 ლარიან
ჯარიმას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში მოსახლეობა SMk-ს წყლის მილების
შეცვლის უფლებას არ
აძლევს
ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია
გაჭიანურდა (ვიდეო)
გზის
საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე
(ვიდეო)
"სამუშაოებს
მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა
ქუთაისში (ვიდეო)
"წყალმომარაგების
კომპანია" კონტრაქტორ ფირმას ქუთაისში სამუშაოების გაჭიანურებაში
ადანაშაულებს
მასალის გამოყენების პირობები