დღეს, 24 ივნისს ქუთაისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
კონცერტის გამართვის ორგანიზატორი ქუთაისის ახალგაზდული ცენტრია. ორგანიზაცია უერთდება ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის ინიციატივას - თეატრი სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების მსურველებს დარბაზს უსასყიდლოდ დაუთმობს.
ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით კონცერტში ახალგაზრდულ ცენტრში არსებული ჯგუფებისა და სტუდიების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
"ჩვენი ორგანიზაციიდან საბალეტო სკოლა, ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდია, სამხატვრო სკოლა, ვოკალური სტუდია და თეატრალური ჯგუფის ბავშვები გამართავენ კონცერტს.შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისში სტიქიით დაზარალებულთათვის", - აღნიშნა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
"გავერთიანდეთ სიკეთისთვის", - აცხადებენ ახალგაზრდულ ცენტრში.
ღონისძიება ოპერის თეატრში 24 ივნისს 17 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები