ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში
თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ
გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების
ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის
დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც
გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, - ისჯება
ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მამაკაცი დაახლოებით
ნახევარი საათის წინ სიმაღლიდან გადმოვარდნის
შედეგად გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში თანამშრომელი
დაიღუპა
მასალის გამოყენების პირობები