გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღეს
დღის მეორე ნახევრიდან გამოდარებს და დათბება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 13-14 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
თუმცა, მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან
ძლიერი.
"ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსამდე მოიმატებს. თუმცა, მოსალოდნელი
ქარი, რომელიც გაძლიერდება 20-25მ/წმ-მდე, შენარჩუნდება 14
მარტსაც", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის უფროსი, დოდო გვაზავა.
მისი თქმით, 14 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში
კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. მაღალ მთაში თოვა და
ჰაერის ტემპერატურა -1 +4 გრადუსამდეც დაეცემა, ხოლო დაბლობში ჰაერი
12 გრადუსამდე გათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 18 მარტიდან დასავლეთ
საქართველოში კვლავ გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები