ქუთაისში ორგანიზაცია "სრულფასოვანი ცხოვრებისთვის" ოფისში წიგნის
პრეზენტაცია გაიმართა.
შორენა ხუხუას წიგნი "შემოვალ ეტლით" თავად ავტორმა წარადგინა. გასულ
წელს "პალიტრა ლ "-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "გახდი ბესტსელერის
ავტორი" შორენა ხუხუა ერთ-ერთი გამარჯვებულია.
შორენა ხუხუამ მისი წიგნი სპეციალური საჭროების მქონე მეგობრებს
მიუძღვნა.
როგორც თავად ამბობს, იგი უბედური შემთხვევის გამო თვოთონაც გახლდათ
ეტლით მოსარგებლე. მისთვის ნაცნობია ყველა ის პრობლემა და ტკივილი რაც
სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს აქვთ, განსაკუთრებით ისეთ
გარემოში, რომელიც არაადაპტირებულია.
ავტორი ყვება იმაზე, თუ როგორია სამყარო ეტლიდან.
"არაადაპტირებული გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემააა ჩვენს
ქვეყანაში. ამ საკითხის მოგვარებას ნაკლებად უთმობენ დროს და თანხებს,
ნაკლებად ითვალისწინებენ ამ საჭიროებებს როდესაც სასტუმროებს ,
კაფეებს სხვა ობიექტებს აშენებენ", - აღინიშნა შეხვედრაზე.
"პალიტრა ლ "წელსაც აცხადებს კოკურსს "გახდი ბესთსელერის ავტორი"
კონურსი. კონკურსში მონაწილეობა დამსწრე საზოგადოებასაც მოუწოდეს,
რომელთა შორისაც სპეციალური საჭიროებსი მქონე ადამიანებიც
იყვნენ. კოკურსი 15 მარტიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები