ხვალ, 25 ივნისს, ქუთაისში თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის დამატებით ფორმებს ეხება.
კანონპროექტი
"მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ფორმების" შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული.
კანონპროექტის განხილვა ხვალ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყობა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი," ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო-ს" მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობა" ფარგლებში ატარებს.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა შეუძლიათ თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.
შეხვედრა 12 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები