ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი უფლებამოსილების ვადის
ამწურვამდე გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა.
მან ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები
მოინახულა, რომელიც ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოდან დაფინანსდა.
იან კელიმ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გელათის მონასტერში სიმბოლურად
გამართა.
"მე როცა 2 წლის წინ ჩამოვედი გელათში, ბზარებზე და დაზიანებაზე უფრო,
გამაკვირვა იმან, როგორ შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა ეს ძეგლი. ამის
შემდეგ გელათი ჩემთვის ერთგვარი მეტაფორაა, რაც იმას ნიშნავს, რომ
ქართველს ხალხს შეუძლია გადარჩენა", - განაცხადა იან კელიმ
გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე.
გელათის სამონასტრო კომპლექსის აკადემიის რეაბილიტაცია 2013 წელს
დაიწყო.
ამერიკის საელჩოსთან ერთად, აკადემიის რეაბილიტაციას ფინანსურ
მხრადაჭერას უწევდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და
მუნიციპალური განვითარების ფონდი.
აკადემიის რეაბილიტაციამდე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური
გათხრები ჩატარდა, რომლის დროსაც აღმოჩენილი იქნა მიწისქვეშა სათავსო,
სადაც არქეოლოგებმა ძველი გადახურვის მოჭიქული კრამიტი იპოვეს.
აღმოჩენილი კრამიტის მიხედვით, მოხდა მისი იდენტური გადასახური
მასალის დამზადება, რის მიხედვითაც შემდგომში აკადემიის გადახურვის
კონცეფცია შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები