ქუთაისში, გზის გადაკეტვის გამო, გრიშაშვილის ქუჩაზე მოძრაობა
შეფერხებულია.
რის შედეგადაც ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
საცობის შექმნის მიზეზი გალაქტიონ ტაბიძის ქუჩის გადაკეტვა გახდა.
ქუჩის მონაკვეთი ლუდის ბარი "ელ დეპოდან" რუსთაველის ხიდის
მიმართულებით წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა გადაკეტილი.
ადგილობრივების თქმით, გრიშაშვილის ქუჩაზე მოძრაობას არც საპატრულო
პოლიცია არეგულირებს, რის გამოც მოძრაობა გართულებულია.
"ამდენი ხანია მიდის სამუშაობი და საპატრულო პოლიცია არ ჩანს, უჭირთ
მანქანებს გადაადგილება. შეიქმნა სრული ქაოსი," - ამბობენ
ადგილობრივები ჩვენთან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები