საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო
აერიპორტი ერთ-ერთი ყველაზე დაუცველია.
ამის შესახებ პასკალ მენიემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეხვედრის დეტალებს სააგენტო bpn ავრცელებს.
„მაშინ ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ამას მოაგვარებდნენ. ჩვენც
დავთანხმდით იმას, რომ ქართული მხარისთვის ვიზალიბერალიზაცია მიგვეცა.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთს და გერმანიას
შეშფოთება ჰქონდა, ეს არის ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც თანთანად
იზრდებოდა ევროპის ქვეყნებში და ამ ორ ქვეყანაშიც. ზუსტად ამაზე
საქართველოს მხარემ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ,
რის გამოც უვიზო მიმოსვლას დავთანხმდით. საქართველოს მთავრობამ და
ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, ეს კი შეიძლება ითქვას,
რომ ჯილდოც იყო ქართული მხარისთვის, რათა ქართველებს შენგენის
ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეძლებოდათ. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ
ნოემბრის თვიდან ძალიან მოიმატა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა.
ასევე იმატა ორგანიზებულ კრიმინალის წარმომადგენელთა რიცხვმაც თვითონ
ამ ქვეყნების ტერიტორიაზე. ასე თუ გაგრძელდება, შესაძლოა, რაღაც
გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს ამ
ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ არ გვინდა დავსაჯოთ ის
ღირსეული ადამიანები, რომლებსაც საქმეს უფუჭებენ კრიმინალის
წარმომადგენლები ევროპის ტერიტორიაზე. მათი სამარცხვინო საქციელის
გამო არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც
ვიზალიბერალიზაციას ღირსეულად იყენებენ. პირველი, ჩვენ რაც გვსურს ეს
არის კონტროლის გამკაცრება გასვლის მხრივ, ანუ სხვადასხვა ასეთი
ჯგუფების წარმომადგენლებმა ვერ შეაღწიონ საფრანგეთში. ჩვენ ვმუშაობთ
იმაზე, რომ ეს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე გამკაცრდეს. ასევე
შემდეგი რაც გვინდა გავაკმაცროთ, ეს არის შემოსვლა შენგენის
ტერიტორიაზე, მაგალითისთვის გეტყვით, როგორიც არის ქუთაისი-ბერლინის
ფრენები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი აეროპორტი. გვინდა, იქ
კონტროლი გავამკაცროთ, რათა საეჭვო პირები შენგენის ტერიტორიაზე არ
დაუშვან. შემდეგი თანამშრომლობა არის ორმხრივი თანამშრომლობა ფრანგ და
ქართველ პოლიციელებს შორის“,- განაცხადა საფრანგეთის ელჩმა
საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები