"იმერეთში სპეციალური აგროზონა შეიქმნება, რომელშიც საჯარო-კერძო
პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია
განხორციელდება".
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა,
მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახორციელებს, იმერეთისთვის ტრადიციული დარგის სასათბურე მეურნეობების
განვითარებას და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს.
გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, ისაუბრა კოპიტნარის აეროპორტის
მიმდებარე ტერიტორიაზე, ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე.
"ეს პროექტი, ასევე, მოიცავს კოპიტნარის აეროპორტში სასაწყობე
მეურნეობის და სატვირთო ტერმინალის განვითარებასაც, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად
იმერეთისთვის და საქართველოსთვის. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური მოთხოვნა
ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ კერძო სექტორი, იმ მოცულობით, რა
მოცულობითაც ხდება წარმოება, ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ,
ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ კერძო სექტორს, რომ იმერული პროდუქტი,
კონკრეტულად საუბარია მწვანილზე და ასევე, სხვა სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტზე, ვაწარმოოთ იმ რაოდენობით და ხარისხით, რაც მოგვცემს
საშუალებას სტაბილური მიწოდება უზრუნველვყოთ ევროკავშირის ბაზარზე", -
განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები