ქუთაისში ვარლამიშვილის ქუჩაზე, ხარების ეკლესიის მიმდებარე
ტერიტორიაზე ოლიმპიელების მემორიალი დადგეს.
მემორიალის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მოქალაქეების
უკმაყოფილება გამოიწვია.
"სასაფლაო მეგონა, ვიდრე კარგად არ დავაკვირდი", "ტურისტებს რებუსი
ეგონებათ", - აღნიშნავენ სოციალური ქსელის, ფეისბუქი
მომხმარებლები.
როგორც გაირკვა, ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალი, ხარების ეკლესიის
მიმდებარედ, გასული წლის აგვისტოში განათავსეს.
იდეის ავტორი კი კერძო პირია, რომელიც ამავე უბნის მცხოვრებია. მან
ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი თქმით, ის სპორტის ქომაგია და
მემორიალის განთავსებით დიდი სპორტსმენების სახელების პოპულარიზაცია
სურდა.
"გარდა ამისა, მთავარია მომავალმა თაობამ აირჩიოს ჯანსაღი ცხოვრების
წესი," - აცხადებს მემორიალის იდეის ავტორი.
თუ რატომ შეარჩია ხარების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ის
განმარტავს, რომ ხარების ტაძრის უბანი მშვიდი ადგილია და შესაბამისა,
მემორიალიც ვანდალიზმისგან დაცული იქნება.
იდეის ავტორს ოლიმპიელების მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის
გალამაზება სურს და ქალაქის ხელმძღვანელობისგან დახმარებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები