ქუთაისში, ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
ოლიმპიური ცეცხლი ქუთაისში მცხოვრებმა, ცნობილმა სპორტსმენმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ჭიდაობაში თეიმურაზ აფხაზავამ შემოიტანა. ცეცხლი მოედანზე მეჩირაღდნესთან ერთად, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ აანთეს. ოლიმპიური ცეცზის ანათებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის გამო ჩაიშლა.
ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოში საბერძნეთიდან 26 მაისს შემოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები