საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ბაზრის ტერიტორია დაიტბორა.
საჩხერის ბაზრის მიმდებარე ტეროტორიაზე არსებულმა არხმა წყლის
გატარება ვერ შეძლო, რის შედეგადაც წყალი გადმოვიდა.
საჩხერის მერიაში ამბობენ, რომ შემთხვევას პანიკა არ მოყოლია, რადგან
სამაშველო სამსახურმა მოხუცების და ბავშვების გამოყვანა დროულად
შეძლო. საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
საჩხერეში გომართელის ქუჩაზე მოვარდნილმა წყალმა მიმდებარე ტერიტორია
დატბორა. თუმცა, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხალხის
გამოყვანა დროულად შეძლეს.
" ინციდენტი ამოწურულია. მოხდა ბავშვების და მოხუცების
გამოყვანა", - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები