გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ცივი
და წვიმიანი ამინდი დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, 6 მარტიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა
22 გრადუსამდე მოიმატებს.
"6 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დასავლეთ საქართველოს უმეტეს
რეგიონში მოსალოდნელია 17-22 გრადუსი. თუმცა დღის მეორე ნახევრიდან
დაუბერავს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც გაძლიერდება
20-25მ/წმ-მდე", - ამბობს გარემოს ერვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისი თქმით, მზიანი ამინდი 7 მარტსაც შენარჩუნდება. თუმცა, 8
მარტს ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით,
წვიმიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში 10 მარტამდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები