"მშვიდობა ომზე მეტია"- ამ სახელწოდების აქცია ქუთაისშიც გაიმართება.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია ცენტრალურ მოედანზე
18:30 წუთზე დაიწყება.
აქციის ორგანიზიატორთა თქმით, ეს იქნება სამოქლაქო პროტესტი და მის
დაგეგმვმაში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიუღია მონაწილეობა.
აქციის მონაწილეები არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტსა და
რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
მათი თქმით, აქციას სოლიდარობას უცხადებს
საქართველოს 12 ქალაქი.
მასშტაბური აქციაა დაგეგმილი თბილისში, სადაც მოქალაქეები
თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. დღვანდელ დღესთან დაკავშირებით,
დედაქალაქში 50-დე ბარი, რესტორანი და კაფე ორი საათის განმავლობაში
სოლიდარობის ნიშნად არ იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები