ქუთაისის მერია ფალიაშვილის ქუჩაზე ე.წ. "პასაჟების"
რეაბილიტაციას გეგმავს.
ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად
ჯავახიამ
ქუთაისიპოსტის
სტუდიაში ისაუბრა.
"ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტურისტებისთვის
მიმზიდველი ადგილი. ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან
ვთანამშრომლობთ და ველოდებით მათ რეკომენდაციებს", - ამბობს ზვიად
ჯავახია.
მისი თქმით, შესაძლოა, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ობიექტების
ფასადების რეკონსტრუქციაც მოხდეს, რომლის შეკეთებისთვის 2016
წელს
413 000 ლარი დაიხარჯა.
თუ რა დასჭირდება ე.წ. პასაჟების რეაბილიტაციას, ჯავახია
განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია პროექტზე, რომლის მიხედვითაც ის
მოეწყობა.
"ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტოზე", - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი,
ზვიად ჯავახია.
რაც შეეხება, ე.წ. პასაჟებში მომუშავე გარემოვაჭრეებს,
რომლებიც საკანცელარიო ნივთებზე მუშაობენ, მერიაში განმარტავენ,
რომ მათ ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ.
მასალის გამოყენების პირობები