გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და მოსახლეობას მოსალოდნელი წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების შესახებ აფრთხილებს.
24 ივნისს დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. ასევე ელჭექის დროს ქარის შკალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ შესაძლოა, ზოგიერთ მდინარესა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს საგანგებო განცხადებაში.
rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები