ქუთაისში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომად
ნობათები დაურიგდათ.
ნობათების შესაძენად მერიამ 1 მარტს 49 980 ლარიანი ტენდერი
(NAT180003519) გამოაცხდა, რომლის მიხედვითაც ქუთაისში მცხოვრებ
1 785 ბენეფიციარს სააღდგომოდ ნობათებს გადასცემენ.
გაყინული ქათამი, შაქარი , შედედებული რძე, ზეთი, შოკოლადი, კანფეტი,
კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი და პასკა გადაეცემათ. ტენდერში
გამარჯვებულმა კომპანიამ ბენეფიციარებისთვის ნობათების დარიგება
აღდგომის დადგომამდე 2018 წლის 2 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით უნდა
უზრუნველყოს.
სატენდერო დოკუმეტაციის მიხედვით, ელექტრონულ შესყიდვაში განაცხადების
მიღება 13 მარტს შეწყდება.
ქუთაისის მერია აღდგომის დღესასწაულთან
დაკავშირებით სასურსათო ნობათის დაარიგება 2017 წელსაც მოხდა, რა
დროსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 77030.8 ლარარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები