ახალი ამბები
ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
FaceBook
ქუთაისის მერისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულ გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მერიის ინფრომაციით, გიორგი ჭიღვარია პოზიციას არ იცვლის და გარევაჭრობის გაგრძელებას აღარ დაუშვებს.

"ქალაქის მერის პოზიცია უცვლელია, ქუთაისში არ დაუშვებს გარევაჭრობას. გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, მათ უკვე მოილაპარაკეს ბაზრების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან გარემოვაჭრეებს სამი თვით უფასოდ გამოუყონ დახლები", - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცახდებაში.

მერის შეთავაზებას არ ეთანხმებიან გარემოვაჭრეები. მათი თქმით, თანხის გადახდას ვერც სამი თვის შემდეგ შეძლებენ და მყიდველსაც დაკარგავენ.

გარემოვაჭრე, სვეტლანა ფხაკაძე, რომელმაც "მწვანე ბაზარში" დღეს დილიდან, მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მის სავაჭრო ტერიტორიაზე დახლები აიღეს, ამბობს, რომ ასეთ პირობებში მუშაობას ვერ შეძლებს.

"დილიდან აქ ვარ და ვდგავარ ტყუილა. არაფერი გამიყიდია. იძულებული ვარ ისევ სხვაგან წავიდე. რად მინდა გადახურვა თუ ვერაფერი გავყიდე", - ამბობს  სვეტლანა ფხაკაძე.

ქუთაისში გარევაჭრობა 1 მარტიდან აიკრძალა. მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები მოსალოდნელი აკრძალვების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა, დახლების აღებას მათი პროტესტი მაინც მოჰყვა.

გარემოვაჭრეებმა დილიდან მერიის შენობაში საპროტესტო აქცია გამართეს, მოგვიანებით კი ადმინისტრაციული შენობის წინ გზა გადაკეტეს, თუმცა, საპატრულო პოლიციამ გზა მალევე გახსნა.

ქუთაისში, გარემოვაჭრეთა დახლები გასული წლის აპრილშიც აიღეს, თუმცა, მეორე დღეს გარევაჭრობა კვალვ განახლდა. 


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაში

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.