ქუთაისის მერია ევროკომისიისგან 53 000 ევროს ოდენობის გრანტს
მიიღებს.
ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის ვიცე-მერმა, ნინო
თვალთვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გრანტი პროექტის "კატასტროფების რისკების მართვის
შესაძლებლობების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების
ქალაქებში" ფარგლებში გამოიყოფა.
ნინო თვალთვაძის თქმით, პროექტი რისკების მართვის უნარების
გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მასში საქართველოდან ქუთაისი,
სომხეთიდან არარატი და მოლდოვიდან უნგენია ჩართული.
"პროეტის მიხედვით, ჰოლადიელი პარტნიორები გაგვიზირებენ საგანგებო
სიტუაციებიდან გამოწვეულ რისკებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
პროექტი არის საჭიროებაზე მორგებული და მისი საბოლოო მიზანია
შემუშავდეს რისკების მართვის სტარტეგიული გეგმა,"- აღნიშნა ქუთაისი
ვიცე-მერმა, ნინო თვალთვაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორი ადამიანი გადამზადდება,
რომლებიც შემდგემ ქუთაისის მერიისა და ქალაქში მოქმედი სხვადასხვა
დაწესებულებების თანამშრომლებს გადაამზადებენ.
მასალის გამოყენების პირობები