უამინდობის გამო
ავიაკომპანია ვიზეარის რეისები შეცვლილი დროით შესრულდება.
აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც
წერია რომ ავიაკომპანია ვიზეარის რეისი კავალა - ქუთაისი, კავალაში
ძლიერი უამინდობის გამო გამოფრენას აგვიანებს. ხოლო, ქუთაისში
ჩამოფრენის სავარაუდო დრო - 13:30 სთ. ასევე გვიან შესრულდება
ავიარეისი ლარნაკას მიმართულებით და სავარაუდო გაფრენის დრო არის
14:15 სთ. ჩაფრენის სავარაუდო დრო 14:10 სთ.
დღეს ასევე, ლარნაკადან რეისი სავარაუდოდ გამოფრინდება 14:45 საათზე.
ჩამოფრენის სავარაუდო დრო - 18:30 სთ-ია.
მემინგენის მიმართულებით ავიარეისი 19:15 სთ-ზე შესრულდება.
მემინგენიდან გამოფრენის დრო - 20:35 სთ. ხოლო ქუთაისში რეისი
ჩამოფრინდება 03:35 სთ-ზე.
მასალის გამოყენების პირობები