ახალი ამბები
წარწერები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომლისთვისაც არავინ დასჯილა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების უმრავლესობაზე,  სხვადასხვა შინაარსის წარწერები, სარეკლამო ბროშურები და განცხადებებია  გაკრული.
ადგილობრივები აზიანებენ ქალაქის ცენტრში მდებარე კულტურულ თუ ადმინისტრაციულ შენობებს.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე წარწერების, პლაკატების, სტიკერებისა და სხვადასხვა შინაარსის შემცველი განცხადებების გაკვრისთვის, დასჯის ან დაჯარიმების ფაქტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

"არც ადრე და არც ახლა მსგავი ფაქტი არ მომხდარა", - ამბობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.


ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა


N1 საჯარო სკოლა


კულტ.მემკვიდრეობის ძეგლი წერეთლის ქუჩაზე


წარწერა კონკურსის შესახებ N1 საჯარო სკოლის ფასადზე (ფოტო: არჩილ გეგენავა)


ოქროს ჩარდახი (ფოტო: არჩილ გეგენავა)

პირველი, ვინც მსგავსი ქმდებისთვის შესაძლოა დაესაჯათ, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას"  წარმომადგენლები არიან, რომლებმაც 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ქუთაისის მერიის კიბეებზე ფლაერები წარწერით -  "რუსეთი მტერია" გააკრეს. თუმცა, დღეს ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაშიც მერია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.

სამაგიეროდ, მერიის კიბეებზე წარწერები დაცვის თანამშრომლებმა ადმინისტრაციის დავალებით მალევე ჩამოხნეს. 

"ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმ აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს არის ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, მაგრამ იმ ფორმით, როგორც მათ ეს გამოხატეს, მიუღებელია. მითუმეტეს, ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ახლა მიმდინარეობს დადგენა იმ ადამიანის, ვინც უშუალოდ გააკრა ფლაერები და კანონის შესაბამისად დაჯარიმდება", -  ამბობდა  25 თებერვალს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, 25 თებერვალს გამართული აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, ხიდიდან მერიის შენობამდე იგივე შინაარსის შემცველი ფლაერები სხვადასხვა ადგილზე გააკრეს. მოსახლეობას კი, 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, საქართველოს მიერ დაკარგული ტერიტორებისა და საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების შესახებ, საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

2018 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს ოკუპირებიდან 97 წელი შესრულდა.

1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რეჟიმის გამოცხადებით, საქართველომ 70 წლით დაკარგა თავისუფლება.



ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ პლაკატები წარწერით - "რუსეთი მტერია" ჩამოხსნა

„რუსეთი მტერია“ - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის წინააღმდეგ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.