გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღეს
უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მთასა და მაღალ მთაში, შესაძლოა,
თოვა, ჰაერის ტემპერატურა კი 11 გრადუსამდე გათბება. თუმცა, 27
თებერვლიდან კვლავ გამოიდარებს.
"27-28 თებერვალს უმეტესად იქნება მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა
კვლევ მოიმატებს 15-20 გრადუსამდე. თუმცა, მოსალოდნელია აღმოსავლეთის
მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი", - ამბობს გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
მისი თქმით, 1 მარტიდან დასავლეთ საქართველოში არამდგარადი
ამინდები, წვიმა და ტემპერატურის მკვეთრი კლებაა
მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები