საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტი"-ს რუბრიკის "მე რომ ვიყო" ფარგლებში მოქალაქეების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს ქალაქის მერი შოთა მურღულია არ პასუხობს.
რუბრიკის "მე რომ ვიყო" ადრესატები არიან სხვადასხვა სფეროში მომუშავე თანამდებობის პირები.
რუბრიკის საშუალებით ქუთაისიპოსტი ცდილობს გაარკვიოს როგორ წარმოუდგენიათ მოქალაქეებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებს კონკრეტულ თანამდებობაზე საკუთარი თავი და რას შეცვლიდნენ მათ ადგილზე. კუტაისიპოსტ.გე-ზე ვიდეოგამოკითხვის განთავსების შემდეგ, გთავაზობთ კონკრეტული თანამდებობის პირის შეხედულებას მოქალაქეების იდეებთან და შენიშვნებთან დაკავშირებით, ასევე, ვიდეოკომენტარის სახით.
თუმცა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოქალაქეების შენიშვნებზე პასუხი არ გასცა.
"მე რომ ვიყო ქალაქის მერი" - მოქალაქეების ვიდეოკამოკითხვა ქუთაისიპოსტმა მიმდინარე წლის 19 მაისს გამოქვეყნა. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში თავდაპირველად განმარტეს, რომ ქალაქის მერი დაკავებული იყო და დრო სჭირდებოდა. გამოკითხვის ვებ-გევრდზე განთავსებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. ამ დროის მანძილზე პრესსამსახურთან არაერთი დაკავშირების მიუხედავად, ქუთაისის მერს მოქალაქეების შენიშვნებზე პაუხი ამ დრომდე არ გაუცია.
მოქალაქეების
ვიდეოგამოკითხვა ნახეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები