ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია "ვიზეარის"
თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა.
"ასაფრენ ბილიკზეც არ ვიყავით გასული ჯერ, პილოტმა რომ შეამჩნია
გაუმართაობა სისტემაში," - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
მგზავრების ვარაუდით, თვითმფრინავის საწვავის ავზში ხარვეზი
დაფიქსირდა, რის გამოც ისინი უკან ტერმინალში დააბრუნეს. მგზავრებს
შორის არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ
მათ აეროპორტში დალოდება თხოვეს.
ამ დროისთვის თვითმფრინავის დათვალიერება და შემოწმება მიმდინარეობს,
მგზავრებს კი განუცხადეს, რომ ისინი შემდგომ ინსტრუქციებს უნდა
დაელოდონ.
ლარკანას საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია "ვიზეარი" რეისს
ქუთაისის მიმართულებით ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები