ქუთაისში, კინოთეატრ "საქართველოში" ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის
"ექვთიმე ღვთისკაცის" პრემიერა მოეწყობა.
ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ეძღვნება, მის განსაკუთრებულ
წვლილსა და თავდადებას ეროვნული საგანძურის დაცვისა და შენახვის
კუთხით.
ფილმი პირველად ლიხაურში ექვთიმეს მშობლიურ სოფელში გაიმართა, შემდეგ
ბათუმსა და თბილისში მოეწყო ჩვენებები.
"ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ ფილმის შექმნის პროცესში. მაგრამ
მისია რაც თავზე ავიღეთ ვფიქრობთ რომ ღირსეულად შევასრულეთ", -ამბობს
ფილმის რეჟისორი.
ფილმის პრემიერა 21 თებერვალს 18 საათზე მოეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები