აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შვეიცარიის ბირთვული
კვლევების ევროპული ორგანიზაცია, CERN-ის მიერ ორგანიზებული
საერთაშორისო მასტერკლასი ჩატარდა.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი 15-20 წლის ახალგაზრდებში
ფიზიკის პოპულარიზაცია.
"საერთაშორისო მასტერკლასმა ნაწილაკების ფიზიკაში, შესაძლებლობა მისცა
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ქუთაისის სკოლების შერჩეულ
მოსწავლეებს CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ
მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოეჩინათ კვარკების და ლეპტონების
სამყარო.
ასევე, მონაწილეები შეხვდნენ მეცნიერებს, რომლებიც აწარმოებენ
კვლევას ნაწილაკების ფიზიკაში და გაიცნეს თანამოაზრე ახალგაზრდები
სხვადასხვა ქვეყნებიდან", - აცხადებენ მასტერკლასების
მონაწილეები.
თეორიული კურსის შემდეგ, მასტერკლასის მონაწილეებმა დაამუშავეს
ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები და აღმოაჩინეს სხვადასხვა
ნაწილაკები.
მასტერკლასები ერთ-ერთი პოპულარული ღონისძიება, რომელშიც ჩართულები
არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები Trieste University (Italy),
Zagreb University (Croatia), Pavia Univrsity (Italy), Pozega
university, (Croatia).
მასტერკლასის დასასრულს მოეწყო ვიდეო კონფერენცია CERN-ის
ექსპერტებთან შესახვედრად. მოხდა მონაწილეების მიერ მიღებული
შედეგების განხილვა და აღნიშნული უნივერსიტეტების მონაწილეების
შედეგებთან შედარება.
მასალის გამოყენების პირობები