ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იანვრიდან ამ დრომდე
საზღვარგარეთ მივლინებით ორჯერ იმყოფებოდა.
ნინო თვალთვაძემ მერის მოადგილის რანგში პირველი ვიზიტი ესტონეთში
განახორციელა.
მივლინების ფარგლებში შეხვედრები ესტონეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში
გაიმართა, სადაც მონაწილეები ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოს
სხდომების ონლაინ გადაცემის პრაქტიკას გაეცნენ. ასევე, ქუთაისის მერის
მოადგილე, ქალაქ ტარტუს მერს ურმას კლაას შეხვდა.
"საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ამ შეხვედრის დროს დაიგეგმა
ქუთაისში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი აქტივობების
განხორციელება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. ამის გარდა,
შეხვედრაზე ტარტუს მერმა სურვილი გამოთქვა მაისში გვესტუმროს", -
ამბობს ნინო თვალთვაძე.
ესტონეთში სამდღიანი ვიზიტი USAID GGI-ის და ესტონეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „როგორ მუშაობს
დემოკრატიული მმართველობა პრაქტიკაში ელ-მმართველობის ახალი
ინიციატივების თანხვედრა OGP პრინციპებთან საქართველოში“
განხორციელდა, რომელსაც ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია
ახორციელებს (ქართული მხრიდან პარტნიორი: ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტი IDFI).
კატასტროფების რისკების შემცირებას და მის მართვას შეეხებოდა ნინო
თვალთვაძის მორიგი მივლინება ქალაქ უნგენში. ევროკომისიის მიერ
დაფინანსებული პროექტის “Capacities“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა
პროექტის პარტნიორებთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა
სამომავლო სამოქმედო გეგმა და საკითხები სადაც 3 პარტნიორი ქალაქი
მიიღებს მონაწილეობას.
15-16 თებერვალ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ პროექტის
პარტნიორებთან ერთად ხელი მოაწერა პროექტის კონსორციუმის
შეთანხმებას.
პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამი
ქალაქის (ქუთაისი, უნგენი და არარატი) შესაძლებლობების სტრუქტურულად
გაუმჯობესებას კატასტროფების რისკების მართვის (DRM) დაგეგმვის
სტრუქტურული პროცესის წარმართვას.
ქუთისის მერიაში განმარტავენ, რომ მერის მოადგილის სამივლინებო
ხარჯები პროექტის ფარგლებში იყო უზრუნველყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები