გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელია.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ჰაერის ტემპერატურა 9-12 გრადუსამდე
გათბება. თუმცა, დღის ბოლოდან წვიმა გადაიღებს და გამოიდარებს.
"20 თებერვლის დილიდან მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდები, ჰაერის
ტემპერატურა დაბლობში 13-18 გრადუსამდე მოიმატებს. ასევე, დათბება
მთაში და მაღალ მთაში", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანლი, დოდო
გავაზავა.
მისი თქმით, 22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება
აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ხოლო 24 თებერვლიდან კვლავ წვიმა და
არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები