აზერბაიჯანის რეპუბლიკის ბელექანის რაიონის სოფელ ითითალის საშუალო სკოლის პედაგოგებმა თბილისში, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა შეაგროვეს.
აღნიშნულ ინფორმაციას რადიო "ჰერეთი" ავრცელებს. ინგილოელი პედაგოგები საინფორმაციო საშუალებას თავად დაუკავშირდნენ. მათ შეგროვებული თანხა სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხეს.
"სამძიმარს ვუცხადებთ სტიქიის დროს დაღუპუთა ოჯახებს და საქართველოს მოსახლეობას. ჩვენმა კოლექტივმა გადავწყვიტეთ სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს გვერდში ამოვუდგეთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გულის ტკივილს საინგილოს (ჰერეთი) ითითალის საშუალო სკოლის კოლექტივი", - განუცხადეს რადიო "ჰერეთს" პედაგოგებმა.
მასალის გამოყენების პირობები