"ევროპის აკადემიური ცენტრი" ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს,
ბიუსელში ტრენინგ-კუსრები გაიარონ.
პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, ევროპარლამენტის მუშაობით დაინტერესებულმა
ახალგაზრდებმა მოდერილებული ევროპარლამენტი შექმნეს. შეირჩა 150
დელეგატი, რომლებიც 5 პარტიაში გადანაწილდა.
პარტიებმა ევროპარლამენტის შესახებ რეზოლუციები უნდა მოამზადონ.
საუკეთესო დელეგატი კი ბირუსელში ტრენინგ-კურსებზე გაემგზავრება და
ადგილზე გაეცნობა ევროპარლამენტის საქმიანობას.
"წლიდან წლამდე ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირს და როცა მომავალი თაობა
შეაღებს ამ კარს, მნიშვნელოვანია კარგად იცნობდნენ ევროპარლამენტის
მუშაობის სპეციფიკას და იმ სიკეთეებს, რაც ევროპათან დაახლოებას
მოაქვს", - განაცხადა"- "ევროპის აკადემიის ცენტრის" აღმასრულებელმა
დირექტორმა, ბექა ინანეიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, დელეგატებისთვის სამდღიანი სასწავლო კურსი
ჩატარდება. ამ ხნის განმავლობაში, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან
საკომიტეტო სამუშაოებში, გაეცნობიან ევროპარლამენტის მუშაობის
პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და
არაფორმალურ დისკუსიებში.
პროექტის დასასრულს, სარეზოლუციო პროექტები, რომლებსაც კომიტეტები
მოამზადებენ, განსახილველად გადაეგზავნება ევროკავშირის
წარმომადგენლობას საქართველოში.
საუკეთესო რეზოლუციას კი ჟიური შეარჩევს.
მასალის გამოყენების პირობები