აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 85 წელი
შესრუდა.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სასწავლებელში სხვადასხვა
ღონისძიებები გაიმართება. პირველი შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტის
ისტორიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. სადაც უნივერსიტეტის
წარსულზე, მის აკადემიურ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე
ისაუბრეს.
"დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა უნივერსიტეტის 85 წლისთავს. 1933
წლის 13 თებერვალს აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა ლექცია ჩაატარა
ქუთაისის პედაგოგიურ ინტიტუტი, რომელიც შემდეგ 1990 წელს გადაკეთდა
უნივერსიტეტად და აი ამ სტატუსით აგრძელებს დღესაც
ფუნქციონირებას", - განმარტავს სულხან კუპრაშვილი.
ღონისძიებაზე , რომელსაც ლექტორ-პროფესორები ესწრებოდნენ თომა
ჩაგალიშვილის ფილმის პრემიერაც გაიმართა, რომელის აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიას ეხება.
85-ე საიუბილეო წლის აღნიშვნა 13 თებერვალს დაიწყო. ის მთელი
წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით
გაგრძელდება და 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე დასრულდება
გალა კონცერტითა და საიუბილეო ალბომის „აწსუ-85“ პრეზენტაციით.
ავტორი: მარიამ ირემაძე
მასალის გამოყენების პირობები