ქუთაისის მერიამ სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის ტენდერი
გამოაცხადა.
თვითმმართველობა, მერიისა და საკრებულოს რეკლამირებისთვის 65 000 ლარს
გადაიხდის.
სატენდერო პირობების მიხედვით, თანხა საკრებულოს სხდომების პირდაპირ
ტრანსლირებას, სატელევიზიო რეკლამების დამზადება-გაშვებასა და
განცხადებების გამოცხადებას მოხმარდება.
ტენდერში გამარჯვებულმა წლის განმავლობაში საკრებულოს 24 სხდომის
ტრანსლირება, 10 რეკლმისა და 33 განცხადების ეთერში გაშვება უნდა
უზრუნველყოს.
ქუთაისის მერია სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის ტენდერს
ყოველწლიურად აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები