ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებული საზეიმო კონცერტები და ჩირაღდნის საზეიმო მსვლელობები დროებით გაუქმებულია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საორგანიზაციო კომიტეტმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის გამო მიიღო. ამ მიზეზის გამო, ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლის საზეიმო შემოსვლა არ გაიმართება.
ცვლილებაა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ დადგეგმილ ღონისძიებებშიც. 14 სპორტსმენის ნაცვლად ოლიმპიურ ცეცხლს ქუთაიში 1 სპორტსმენი შემოიტანს. მსვლელობა ჯავახიშვილის ქუჩიდან ცენტრალურ მოედნამდე გაიმართება. მეჩირაღდნესთან ერთად იქნებიან მედროშეები, რომლებსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ლოგოიანი კეპები და მაისურები ეცმევათ.
მასალის გამოყენების პირობები