ახალი ამბები
"ზემოდან“ მითითების გამო ფრაქციების შემცირებული რაოდენობა სამტრედიის საკრებულოში
FaceBook
სამტრედიის საკრებულოში  ცხრა ფრაქციიდან სამი  „ზემოდან“ მითითების გამო გააუქმეს.
სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია ამბობს, რომ მთავრობისგან ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით შენიშვნა მიიღეს.

„იყო რაღაც შენიშვნები მთავრობისგან, რის შემდეგაც რამდენიმე ფრაქცია გაუქმდა და დარჩა მხოლოდ ექვსი,“ - გვითხრა ნუგზარ ჯამბურიამ. თუმცა, მან არ დააკონკრეტა თუ ვისგან მიიღეს „რეკომენდაცია“.

2017 წელს სამტრედიის მეოთხე მოწვევის საკრებულოში ცხრა ფრაქცია შეიქმნა. მათგან რვა მმართველ გუნდს წარმოადგენდა: „ქართული ოცნება“;  „ქართული ოცნება - კონსერვატორები“;  „ქართული ოცნება - მთიანისოფელი“;  „ქართული ოცნება - ახალგაზრდები“;  „ქართული ოცნება - მაჟორიტარები“;  „ქართული ოცნება - მრეწველები“; „ქართული ოცნება - ერთობა“, „ქართული ოცნება - სამტრედიელები“. 

შენიშვნის მიღების შემდეგ,  2018 წლის იანვრიდან, მხოლოდ ხუთი ფრაქცია დარჩა: „ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება-მრეწველები", ხოლო ორმა სახელი შეიცვალა:"ქართული ოცნება მწვანეები"და "სამტრედიელი პატრიოტები".

იმის მიუხედავად, რომ იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უფრო მეტი წევრია, ვიდრე სამტრედიაში, შეკვეცილი რაოდენობითაც კი, აქ ყველაზე მეტი ფრაქციაა.

სამტრედიის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 2000 ლარია, ხოლო მათი მოადგილეების შრომითი ანაზღაურება 1 200 ლარს შეადგენს. ეს თანამდებობრივი სარგოც, იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფრაქციების ხელმძღვანელების ხელფასებზე მაღალია. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შრომითი ანაზღაურება წელიწადში 230 400 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერ ისევ ძველი ინფორმაციაა მითითებული, რომლის მიხედვითაც საკრებულოში ცხრა ფრაქციაა.

სამტრედიის საკრებულოში 33 წევრია, აქედან 18 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციულიწესითარის არჩეული. საკრებულოში ასევე, ნაციონალური მოძრაობის ოთხი დეპუტატია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.