ახალი ამბები
ხარაგაულში აფეთქების შედეგად დაშავებული მუშები სამუშაოზე არ გასულან
FaceBook
ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგო გვირაბის აფეთქების შედეგად დაშავებული მუშები მკურნალობას სახლში აგრძელებენ.
დაშავებული მუშები, ამ დროისთვის სახლში ექიმების მეთვალყურების ქვეშ გადიან მკურნალობას, ხოლო ხარჯებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის შემსრულებელი უცხოური კომპანია "ჩიენთის 23"- ე ბიურო იხდის.

რკინიგზის ახალი პროფკავშირების ხელმძღვანელის ვიტალი გიორგაძის თქმით, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს დაშავებული მუშების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. თუმცა,  ისინი სამუშაოზე დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ.

"ერთ-ერთ დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია, რადგან მისი მდგომარება მძიმე იყო დაზიანებული ჰქონდა ნეკნები, ახლა ის მკურნალობას სახლში გადის. ოპერაციის და მკურნალობის თანხა მთლიანად ჩინურმა კომპანიამ დაფარა. ასევე, მკურნალობის, რეაბილიტაციის და წამლის თანხებს სრულად ანაზღაურებს დაშავებული ორი მუშის შემთხვევაშიც, რომლებიც შემთხვევიდან რამდენიმე დღეში საავადმოყოფოდან სამკურნალოდ სახლში გაწერეს",  - ამბობს ჩვენთან საუბარში  ვიტალი გიორგაძე.

მისი თქმით, მომხდარი აფეთქების შემდეგ  უცხოურ კომპანიას რეკომენდაციები მისცა რკინიგზის პროფკავშირმა. ვიტალი გიორგაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულებული არ იქნება ისინი მუშებს რეკომენდაციებს მისცემენ, რომ ადგილზე მუშაობა აღარ გააგრძელონ. 

"ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ გამაგრებითი სამუშაობის ჩატარება, აფეთქების დროს გაფრთხილება და ხალხის გამოყვანა, ვენტილაციის მწყობრში მოყვანა და ასევე, სპეც.ტანსაცმლით სიარული უნდა მოხდეს, " - ამბობს ვიტალი გიორგაძე.

ის ამბობს, რომ  ანალოგიური რეკომენდაციები გასცა შრომის ინსპეციამაც. რკინიგზის პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ისინი მიმდინარე კვირაში გეგმავენ იმის გადამოწმებას, მოხდა თუ არა მიცემული გათვალისწინება.

ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის, როდის შეძლებენ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მუშები სამსახურში დაბრუნებას, თუმცა ვიდრე ისინი მუშაობას დაუბრუნდებიან მანამდე  უცხოური (ჩინური) კომპანია მუშებს ხელფასს ყოველთვიურად გადაუხდის. სარკინიგზო გვირაბში დასაქმებული მუშების შრომის ანაზღაურება 600-700 ლარს შედგენს. 

ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში, 22 იანვარს აფეთქება მოხდა. ორი სარკინიგზო გვირაბის შეერთების დროს მომხდარ აფეთქებაზე 3 ადამიანი დაშავდა. მუშები აფეთქების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ. მანამდე 15 იანვარ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ,  თუმცა მუშებმა 18 იანვარს განაახლეს. რადგან, უთხრეს რომ მათი მოთხოვნა ეტაპობრივად შესრულდებოდა.

ამავე თემაზე:

აფეთქება ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბში - დაშავებულია სამი მუშა

"მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ აფეთქებაზე

ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში გაფიცული მუშები მუშაობას განაახლებენ

ხარაგაულში, სადაც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.