გარემოს ეროვნული სააგნტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ნალექიანი ამინდი 6 თებერვლის ჩათვლით
შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 9-14 გრადუსმადე გათბება.
"დასავლეთ საქართველოს დაბლობში ველოდებით წვიმას, ხოლო მთაში და
მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა, გამოიდარებას 7 თებერვლიდან
ველოდებით" - ამბობს გარემოს ეორვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისი თქმით, 7 და 8 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17
გრადუსამდე გათბება, ხოლო 8 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ქარი, 20-22მ/წმ-მდე.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 9 თებერვალს კვლავ
წვიმაა მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები