ქუთაისში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე (ფანჯიკიძის ქუჩა)
გზის რეაბილიტაცია დიწყო.
სამუშაოების გამო, ერთი კვირის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული
იქნება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე ძველი
ასლფალტის მთლიანი საფარის აღება მოხდა. 6 თებერვალიდან
კი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქუჩაზე ასფალტის ახალი
ფენა წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება.
მასალის გამოყენების პირობები