ახალი ამბები
ხონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი 15 წლის გოგონას დაეჯახა
FaceBook
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა.

შემთხვევა ორი დღის წინ ღამის საათებში მოხდა. თვითმხილეველების თქმით, გოგონა დედასთან ერთად ავტომობილით სახლში მიდიოდა. შუქნიშანზე მდგომ დედა-შვილის ავტომობილს დიდი სიჩქარით მოძრავი სამხედრო პიკაპი დაეჯახა.

"დაახლოებით 200 მეტრი ათრია და მერე არხში ჩააგდო," - ამბობენ თვითმხილველები.

მათივე თქმით, პიკაპის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გოგონა ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მისთვის ერთ თვალში მხედველობის შენარჩუნება ექიმებმა ვერ შეძლეს და ამავე დროს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

"რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობას, დანიშნულია ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება სამხედრო პირს ან ავტომობილს, არც ავტომანქანა იყო სამხედრო და არც პირი," - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამავე თემაზე:

გოგონამ, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, მხედველობა დაკარგა
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ხონი #ავარია
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.