2018 წლის იანვრიდან დღემდე ტექნიკური დათვალიერება სულ 5 873-მა
ავტომობილმა გაიარა.
აღნიშნული მაჩვენებლიდან შესაბამისი მოთხოვნები 22%-მა ანუ 1270- მა
პირმა ვერ დააკმაყოფილა. 4603-მა (78%) ავტომობილმა კი
ტექნიკური დათვალიერება გაიარა.
2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან
სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ)
ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული
პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის
(3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ.
ავტომობილების შემოწმების ღირებულება 59 ლარს შეადგენს. იმ
შემთხვევაში თუ, ავტომობილი სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს მას
ხარვეზების გამოსასწორებლად ერთ თვიანი ვადა ეძლევა, რის
შემდეგაც, შემოწმება თავიდან უნდა გაიაროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ
2017 წელს
კვლევა ჩაატარა.
უწყების მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში
ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო
2014 წელთან შედარებით, ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით
გაიზარდა.
შსს კვლევის თანახმად, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007
წლამდეა წარმოებული, თუმცა 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
რაოდენობა იზრდება. მათი წილი ავტოპარკში დაახლოებით 1,3%-ია.
2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული
მთლიანი ავტოპარკი.
ამავე
თემაზე:
სავალდებულო ტექდათვალიერება - მოთხოვნები და მეთოდები (ვიდეო)
ავტომობილების
სავალდებულო ტესტირება ბრუნდება (ვიდეო)
საქართველოს ავტოპარკი 2016
(ინფოგრაფიკა)
მასალის გამოყენების პირობები