საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოების–რესურსცენტრების ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად
ვაკანსიები გამოცხადდა.
რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში
ბაღდათში, ტყიბულში, სამტრედიასა და ხარაგულში უნდა დაინიშნოს.
იმისთვის რომ პირმა ვაკანტური თანამდებობა დაიკავოს ის კანონმდებლობით
დადგენილი რიგ საკვალიფიკაციო მოთხოვნების უნდა აკმაყოფილებდეს.
კერძოდ,
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და
ფლობდეს სახელმწიფო ენას.
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ, „მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ, „ეროვნული სასწავლო გეგმის
დამტკიცების შესახებ“ „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს
წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილებების შეწყვეტისა და
რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ არსებულ
ბრძანენებს და
სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ვაკანტური ადგილის დაკავების მსურველებს ვადა მიმდინარე წლის 8
თებერვლამდე აქვთ.
რესურსერნტრების ხელმძღვანელების შერჩევა გამოცდისა და გასაუბრების
საფუზველზე მოხდება. მათი თანამდებობრივი სარგო კი 1 200 ლარი
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები