ქუთაისში, სასაფლოების მოვლა-პატრონობაზე პასუხიმგებელი
ორგანიზაცია, შპს "ქართული ტრადიციები 2011" საფლავების
გაქურდვაზე განცხადებას ავრცელებს:
"შპს ,,ქართული ტრადიციები 2011" არ ადასტურებს სასაფლაოებზე მასიური
ქურდობის ფაქტებს. შპს-ს დაქვემდებარებაშია 13 სასაფლაო.
(საერთო ფართობი 1000 ჰექტარი). სასაფლაოებზე ზედამხედველობას
ახორციელებს 5 მენეჯერი, დღის 10 საათიდან 18 საათამდე. თითქმის ყველა
საქალაქო სასაფლაოს აქვს რამდენიმე და ადვილად გადასალახი შესასვლელი.
აქედან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანური რესურსით (თუნდაც
მენეჯერთა რაოდენობის გაზრდით) სრული კონტროლი, მით უფრო ღამის
საათებში.
მოგმართავთ თხოვნით, თუ დაფიქსირდა სასაფლაოს გაქურდვის ფაქტი,
აუცილებლად გვაცნობეთ, რადგან იქნება რეაგირება. ჩვენ მივმართავთ
შსს-ს პოლიციის განყოფილებას და გვეცოდინება რეალური სურათი. შპს
"ქართული ტრადიციები 2011-ის" ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში (2017
წლის დეკემბრიდან) ასეთი ფაქტები არც წერილობითი და არც ზეპირი
შეტყობინების სახით არ დაფიქსირებულა, გარდა ერთი
შემთხვევისა.
,,ქართული ტრადიციები 2011-ის"მენეჯერის მხრიდან დეკემბრის თვეში
ოღასკურის საქალაქო სასაფლაოზე აღმოჩენილი იქნა, სასაფლაოდან მოხსნილი
ეპიტაფიის ქვა, რომელიც გონივრულ ეჭვს აჩენდა, რომ შესაძლოა მისი
გატანა უნდოდათ. რეაგირებისათვის მივმართეთ პოლიციის განყოფილებას და
ქურდობის შესაძლებლობა აღმოიფხვრა.
მთავარი აუცილებელობაა - ყველა მოქალაქემ გაითავისოს მორალური
პასუხისმგებლობა, რომ პატივი ვცეთ წინაპართა საფლავებს", - ნათქვამია
ორგანიზციის მიერ გაკეთებულ განცხდებაში.
2017 წელს ქუთაისში სასაფლაოების დაზიანებისა და გაქურდვის ოთხი
ფაქ
ტი დაფიქსირდა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები