"ევროპული საქართველოს" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, მერაბ
მეშველიანის თქმით, ქალაქში კორპუსების სარდაფების 80%-ში წყალი დგას,
რაც შენობების მდგრადობას საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მრავალსართულიან
საცხოვრებელ სახლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების
მოსაგვარებლად გაწეული ხარჯები, არაეფექტურია.
"თანადაფინანსების პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში, რომელსაც მერია
ახორციელებს, მოსახლეობა, ძირითადად, ჩამდინარე წყლების პრობლემას
აგვარებს.მაგალითად, ხდება წყლის ან კანალიზაციის დაზიანებული
მილის შეკეთება. რაც შეეხება, გრუნტის წყლებს, რომელიც კორპუსების
80%-ის სარდაფებში დგას, კვლავ პრობლემად რჩება, რადგან მოსახლეობას
მისი ამოტუმბვა თანადაფინასების პროგრამითაც კი ძვირი უჯდება. შედეგად
ვიღებთ იმას, რომ შენობებს ექმნება მდგრადობის პრობლემა", - ამბობს
მერაბ მეშველიანი.
"ევროპულმა საქართველომ", ქუთაისის საკრებულოს უკვე წარუდგინა
წერილობითი ინიციატივა, კორპუსებში არსებული პრობლემების შემსწავლელი
დროებითი კომისიის შექმნის შესახებ. მერაბ მეშველიანის თქმით,
კომისიამ არამხოლოდ უნდა შეისწვალოს ამ მიმართულებით არსებული
პრობლემები, არამედ, ხანგრძლივი მონიტორინგის რეჟიმშიც
დააკვირდეს განხორციელებული პროექტების ეფექტს.
"ევროპული საქართველოს" დეპუტატები, კორპუსების სარდაფებში არსებული
პრობლემების მოსაგვარებად, ბიუჯეტში სპეციალური მუხლის დამატებასაც
მოითხოვენ, თუმცა, ჯეჯერობით არ იციან რა თანხა დასჭირდება ამ
პრობლემების მოგვარებას.
მასალის გამოყენების პირობები