ქუთაისში, სასაფლაობზე ქურდობის ფაქტები გახშირდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ საფლავის ქვები და კონსტრუქციები
იკარგება.
"იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაიკარგა ქვა და მოხსნილი იყო
ალუმინის კონსტრუქციაც", - ამბობს ჩვენთან საუბარში, იზა
კაპანაძე.
ქუთაისში სულ 13 სასაფლაოა, რომლის მოვლა-პატრონობა მერიის
დაქვემდებარებაში არსებულ შპს "ქართულ ტრადიცებ 2011-ს" ევალება.
ორგანიზაციაში საფლავების გაქურდვის ფაქტებს ადასტურებენ.
"სამწუხაროდ, ხდება ასეთი შემთხვევები, მაგრამ მის აღმოფხვრას ვერ
ვახორცილებთ, რადგან არც ერთ სასაფალოზე არ გვყავს დარაჯი, ამის
გარეშე რთულია ტერიტორიის კონტროლი", - განმარტავენ შპს "ქართულ
ტრადიციებში.
მათი თქმით, ისინი სასაფლაოებს აქტიურად ამოწმებენ და ქურდობის
ფაქტების აღმოჩენის შემდეგ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს
ატყობინებენ.
2017 წელს ქუთაისში სასაფლაოების დაზიანებისა და გაქურდვის ოთხი ფაქტი
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები