ქუთაისის მერიამ "ლიდერთა ზამთრის სკოლაში" მსურველთა მიღება დაიწყო.
სკოლა გასართობ და საგანმანათლებლო კომპონენტებს მოიცავს.
ახალგაზრდებს ტრენინგები რამდენიმე თემაზე, მათ შორის: "პროექტების
წერაზე", "ფონდების მოძიებაზე", "სამოქალაქო აქტივიზმზე ",
"ადვოკატირების კამპანიაზე" და "ადგილობრივი თვითმმართველობის
კომპეტენციები" შესწავლის შესახებ ჩაუტარდებათ.
"ლიდერთა ზამთრის სკოლა"-ში მონაწილეობის მიღება ქუთაისში მცხოვრებ
18-დან 25 წლამდე ახალგზრდებს შეუძლიათ.
მონაწილეობის მსურველებმა შერჩევის ეტაპი ორ ეტაპად უნდა გაიარონ. ეს
არის აპლიკაციების სწორად შერჩევა და გასაუბრება. უპირატესობა
მიენიჭებათ იმ ახალგაზრდებს ,რომლებსაც სურთ აქტიურად ჩაერთონ
სამოქალაქო საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში და აქვთ კარგი
კომუნიკაციის , ლიდერობის, ჯგუფური მუშაობის უნარი.
პროექტი განხორციელდება საქართველოს კურორტზე, 16-26 თებერვალს, ორ
ნაკადად. თითოეული ნაკადის ხანგრძლივობა ხუთი დღეა.
მასალის გამოყენების პირობები